ჩარკვიანი: ნამდვილი სიყვარული არ იკურნება და ქრონიკულია

დიპლომატი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი სიყვარულზე საუბრობს და ამბობს, რომ სიყვარულის განსაზღვრა შეუძლებელია.
Sputnik
ჩარკვიანი: ნამდვილი სიყვარული არ იკურნება და ქრონიკულია
„სიყვარულისთვის განსაზღვრების, დეფინიციის მიცემა შეუძლებელია, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები სიყვარულს ბევრ სხვადასხვა გრძნობას და გონებრივ მდგომარეობას ეძახიან. მე მიმაჩნია, რომ სიყვარული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი“, – ამბობს გელა ჩარკვიანი.

მისი თქმით, სანამ ტრაგედიები დაემართებოდა, თვითონაც ბედნიერი იყო, რადგან უყვარდა და შრომობდა.