ეკა კახიანი: ნინი რომ რეკავს, უკვე მეშინია და მაკანკალებს

მსახიობი ეკა კახიანი თავის შვილზე, მომღერალ და ტელეწამყვან ნინი ბადურაშვილზე და მის თვისებებზე საუბრობს.
Sputnik
ეკა კახიანი: ნინი რომ რეკავს, უკვე მეშინია და მაკანკალებს
„ამ ბოლო დროს გახდა ცოტა წუწუნა, „ზმუილა“. გაუთავებლად რაღაც არ მოსწონს, თუ ცუდი ამინდია, დილიდან იწყებს – „რატომაა ცუდი ამინდი“, გზას აგებენ – „რატომ აგებენ გზას“. მიდიოდა პარიზში და წუწუნებდა, „რატომ მივდივარ მე ახლა პარიზში“... რომ მირეკავს, უკვე მეშინია“, – ამბობს ეკა კახიანი.

მისი თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეული და მძიმე ნინის ოჯახის დანგრევა იყო.