ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

მოსალოდნელია, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონში ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია დაიწყება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყალსაცავი თბილისიდან 55 კილომეტრში, სოფელ ტბისთან ახლოს, მდინარე ალგეთზე მდებარეობს. მისი საერთო მოცულობა 65 მლნ კუბური მეტრია, საიდანაც 60 გამოიყენება სამრეწველო მიზნებით და სასმელ წყლად. 

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება

ალგეთის წყალსაცავი წყლით ამარაგებს მარნეულისა და თეთრიწყაროს სოფლებს – ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, მარაბდას, ხაიშს, დურნუკს, ქოსალარს და ა.შ.

მოსალოდნელია, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტის საორიენტაციო ღირებულება 1 მლნ ლარამდეა.