„თბილისის ზღვა“ — სინამდვილეში დიდი წყალსაცავია, რომლის ზომაც 9X3 კილომეტრია. ის XX საუკუნის შუა წლებში ხელოვნურად შექმნეს თბილისის წყლით მომარაგების მიზნით. თუმცა შემდგომში მან სხვა დანიშნულებაც შეიძინა — „ზღვა“ თბილისელებისთვის დასასვენებელ ადგილად იქცა. ზაფხულობით იქ ბევრი დადის საბანაოდ, გასარუჯად და დროის მხიარულად გასატარებლად. თბილისის ზღვას რამდენიმე პლაჟი აქვს — თავისი საზაფხულო კაფეებითა და აკვაპარკით.