სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ბოლოს მოზარდი სოფელ ლენჯერში დაინახეს, სადაც ოჯახთან ერთად ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული. ილიას ოჯახი მოსკოვიდან სვანეთში პანდემიის პერიოდში ჩამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენი და 45 მაშველია ჩართული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს გავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. 

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ბოლოს მოზარდი სოფელ ლენჯერში დაინახეს, სადაც ოჯახთან ერთად ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული. ილიას ოჯახი მოსკოვიდან სვანეთში პანდემიის პერიოდში ჩამოვიდა.

ნათესავების თქმით, ბიჭი თანატოლებთან ერთად ველოსიპედით ხშირად სეირნობდა, მაგრამ იმ დღეს იგი მარტო იყო.

მაშველები და ვერტმფრენი ტერიტორიას საფუძვლიანად ამოწმებენ, თუმცა მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.