ველოსიპედის სიყვარული და რთული ასაკი: რა ვერსიები აქვს სვანეთში დაკარგული ბიჭის დედას

სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის ინტენსიური ძებნა უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. სამძებრო ოპერაციაში 45 მაშველი და ვერტმფრენია ჩართული.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ველოსიპედით სეირნობის სიყვარული ან გარდატეხის ასაკის კრიზისი – ამ ვერსიებზე საუბრობს სვანეთში 13 წლის გაუჩინარებული ბიჭის ილია ფილფანის დედა ქსენია ფილფანი „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ველოსიპედის სიყვარული და რთული ასაკი: რა ვერსიები აქვს სვანეთში დაკარგული ბიჭის დედას

ილიას ნათესავები უკვე მეხუთე დღეა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბიჭს ეძებენ, რომელიც ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა და კრიმინალური პოლიცია მონაწილეობს.

„ქართულ ენა არ იცოდა"

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

„ზუსტად ვიცი, რომ არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, რადგან ქართული ენა არ იცის, მეგობრები არ ჰყოლია", – აღნიშნავს ბიჭის დედა.

მისი თქმით, ილიას ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ველოსიპედით სეირნობა იყო. ხშირად გადიოდა სასეირნოდ, ისევე, როგორც თავის სახლში, ყაზახეთში. ამიტომ მას ველოსიპედი სვანეთშიც უყიდეს.

სვანეთში 13 წლის მოზარდის ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთო

„13 წლისაა. უკვე დაეწყო გარდატეხის ასაკი მთელი თავისი სირთულეებით, როგორიც ამ პერიოდში აქვთ მოზარდებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მისი თავისებური პროტესტი იყოს, და რომ სადღაც იმალება", – აღნიშნა ილიას დედამ.

ამასთან ქსენია ფილფანი გამორიცხავს, რომ ილია შეიძლება რომელიმე მეგობართან იმალებოდეს, რომელთა შესახებ ნათესავებისთვის ცნობილი არაა.

ცნობილია, რომ ერთადერთი ახლობელი ადამიანი ილიასთვის, სვანეთში ნათესავების გარდა, დეიდაა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. დედა არ გამორიცხავს, რომ ბიჭი მასთან წავიდა ველოსიპედით.

„სვანეთში ყოველ წელს ვისვენებდით. იქიდან თბილისში და პირიქით გზაზე ავტომობილით მივდიოდით, მან ეს გზა იცის", – აღნიშნავს ბიჭის დედა.

ველოსიპედის სიყვარული და რთული ასაკი: რა ვერსიები აქვს სვანეთში დაკარგული ბიჭის დედას

ამას გარდა, ქსენია აცხადებს, რომ მასმედიაში დაკარგული ბავშვის ოჯახის შესახებ ზოგიერთი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. „ვიღაც ამბობს, რომ ის მოსკოვიდან ჩამოვიდა, მაგრამ ყაზახეთის მოქალაქეა. სადღაც წერდნენ, რომ მისი ველოსიპედი ნახეს, მაგრამ არც ესაა სიმართლე", – აღნიშნავს ქსენია ფილფანი.

ფილფანის საქმე

13 წლის გაუჩინარებული ბიჭის ძებნა უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ილიას 45 მაშველი და ვერტმფრენი ეძებს.

ველოსიპედის სიყვარული და რთული ასაკი: რა ვერსიები აქვს სვანეთში დაკარგული ბიჭის დედას

ის სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.

მაშველები ტერიტორიას საგულდაგულოდ ამოწმებენ, ათვალიერებენ ვერტმფრენიდანაც, მაგრამ მოზარდის პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.