ყვითელი ამბები

„არ გიხდება...“ – ნახეთ რას პასუხობს ნინი ბადურაშვილი კრიტიკოსებს – ვიდეო

მომღერალი სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ნინი ბადურაშვილმა ვიდეოც კი ჩაწერა, სადაც თაყვანისმცემლებთან თავს იმართლებს.
Sputnik

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ფოტომ სიგარეტით სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურებები გამოიწვია. კომენტარების ავტორები წერენ, რომ ბადურაშვილს სიგარეტი „არ უხდება“. მომღერალმა ვიდეომიმართვაც კი ჩაწერა და „ინტაგრამის“ „სთორიდან“ მიმართა კრიტიკოსებს, რომ სიგარეტს უკვე 10 წელია აღარ ეწევა.

ცნობილი ოჯახის პოპულარულ წევრს თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. ნინი ბადურაშვილის პოპულარობამ პიკს ქმართან დაშორების მერე მიაღწია. რამდენიმე თვის შექმნილი ოჯახი მოულოდნელად დაინგრა. ახლა ნინი პატარა ქალიშვილს მარტო ზრდის, მის მეუღლეს კი მოსკოვში მეორე ოჯახი და შვილი ჰყავს. ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა.

ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ახლახან მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ნინი და მისი ქალიშვილი ოჯახურ ვითარებაში ყვავილების ფონზე ერთმანეთს ეხუტებიან. უთბილესმა ფოტომ სულ ერთ საათში 2000-მდე მოწონება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნინი საზოგადოების წინაშე პატარა გოგონასთან ერთად არც ისე ხშირად ჩნდება. ნინი და მისი ოჯახის წევრები კი აქტუალობას წლებია არ კარგავენ.

ელეგანტური ნინი ბადურაშვილი იმ ქართველ სელებრითებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც საკუთარი სტილი არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ჩაცმულობაშიც გამორჩეული აქვს. ტრენდულად ჩაცმა და მუდამ ფორმაში ყოფნა ნინის ყოველდღიური თანმხლებია. აღსანიშნავია, რომ ნინი სტილის გარდა საკუთარ სხეულზეც აქტიურად ზრუნავს.