„იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“: მთავრობის ახალ პროექტს საერთაშორისო მედია აფასებს

აღნიშნული პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ბრიტანული გამოცემა „ინსაიდერი“ (Insider) საქართველოს მთავრობის ახალ პროექტთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტების მოლოდინში: აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

უწყების ცნობით, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ნებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ესტუმრონ და დისტანციური სამუშაოები შეასრულონ. ხელისუფლება საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„საქართველო ეს არის შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებითა და კლდოვანი სანაპიროებით მდიდარი ქვეყანა. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება, თქვენი ახალი ოფისი გახდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

პროექტის მიხედვით,  საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ.

„ეს მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ“, – წერს „ინსაიდერი“.

ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული – ცქიტიშვილი

გამოცემის მიხედვით, ეს პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაზარალდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  პროექტი „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ უსაფრთხოების ზომების დაცვით განხორციელდება და უცხოეთის მოქალაქეების შემოსვლა მოხდება დიდი სიფრთხილით, მათ შორის საკარანტინო სივრცეების გამოყენებით.