ყვითელი ამბები

„ციხეში” მიშვებენ–მეთქი, ვერ ხვდებიან რატომ“ – ანიტა რაჭველიშვილი განცხადებას ავრცელებს

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ჩანს, მომღერალი ძალიან გაბრაზებულია.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მთავრობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინში ყოფნა მოუწევს.

მისი თქმით, ამჟამად ევროპაში იმყოფება, რამდენიმე ისეთი ქვეყანა მოიარა, რომლებიც კორონავირუსმა განსაკუთრებულად დააზარალა, თუმცა სავალდებულო კარანტინი არსად მოქმედებს. მომღერალი ვერ ხვდება, რა საჭიროა ეს ორი კვირა, როდესაც არსებობს ტესტი, რითიც შესაძლებელია დადგენა, ადამიანი კორონავირუსით არის თუ არა ინფიცირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმეტესი ნაწილი გარდაბნის რაიონს უკავშირდება. COVID-ცენტრებში ამ დროისთვის 188 ადამიანი მკურნალობს.

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას

ასეთი მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, გამოიწვია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩატარებულმა გაფართოებულმა ტესტირებამ. რაიონში ბოლო დღეებში ინფიცირების 24 და გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა ოთხი ადამიანი. ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 907.

კარანტინში იმყოფება 5 692 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 275 პაციენტია.

საქართველოში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.