მსოფლიო დღეს

ძვირფასი ლითონები კვლავ გაძვირდა: რა ღირს ოქრო, ვერცხლი თუ პლატინა

მსოფლიოში ძვირფას ლითონებზე მაღალი მოთხოვნა კვლავ რჩება, ვინაიდან არსებობს შიში, რომ ეკონომიკების აღდგენა დროში გაიწელება.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ოქროზე მსოფლიო ფასები ზრდას განაგრძობს და ივლისში კიდევ 1,1%-ით მოიმატა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters.

რა და რამდენით გაძვირდა საქართველოში – მაისი

სააგენტოს ცნობით, ერთი უნცია ოქროს ფასი ამ დროისათვის 1,8 ათას დოლარს შეადგენს, რაც ისტორიული მაქსიმუმია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში.

აღნიშნება, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქროს ფასმა 20%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ვერცხლს, ივნისში ის 5,2%-ით გაძვირდა და მისმა ფასმა ერთ უნციაზე 20,94 დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი ფასია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, 3,5%-ით გაძვირდა პალადიუმი (ფასი 2,1 ათასი დოლარი უნციაზე) და პლატინაც — 2,1%-ით. ამ უკანასკნელის ღირებულებამ უნციაზე 861 დოლარს მიაღწია.

სააგენტოს ინფორმაციით, ძვირფას ლითონებზე მაღალი მოთხოვნა იმ შიშების ფონზეა შენარჩუნებული, რომ მსოფლიო ეკონომიკების აღდგენა შესაძლოა შეყოვნდეს — მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო.