COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა

სომხეთის ხელისუფლება რეგულარულად მოუწოდებს მოსახლეობას მკაცრად დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ნორმები
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 35 254-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

შედარებისთვის, 20 ივლისს 34 981 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მამაკაცების სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი: რა ხდება სომხეთში?

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 662 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 12). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 215-მდე გაიზარდა (გასულ დღე-ღამეში - 6).

კორონავირუსი 24 206-მა პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს გადის 10 171 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 148 180 ტესტი.

სომხეთში 16 მარტიდან 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია მიტინგები და თავყრილობები. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.