სსფ რეგიონში ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე

ბოლო კვირებში რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვების შესუსტება დაიწყო და ეკონომიკური აქტიურობა გაიზარდა, მაგრამ ვირუსით ინფიცირებულების რიცხვის გაზრდამ ეპიდემიის განახლების რისკი შეიძლება შექმნას.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონმა COVID-19-ის პანდემიაზე ოპერატიული და მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღო, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონია შიდა ეკონომიკურ აქტიურობაზე, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ივლისის ბიულეტენში „რეგიონული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები“.

რაში დახარჯავს მთავრობა დონორების მიერ გამოყოფილ 1.5 მილიარდ დოლარს: მინისტრის განმარტება>>

რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ ბოლო კვირებში რეგიონის საკარანტინო შეზღუდვების შესუსტება დაიწყო, ეკონომიკური აქტიურობა გაიზარდა, მაგრამ ვირუსით ინფიცირებულების რიცხვის გაზრდამ შეიძლება ახალი რისკები შექმნას. ნავთობზე ფასის მკვეთრმა ვარდნამ მისი მოპოვების შემცირებასთან ერთად ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში, ასევე შეფერხებებმა ვაჭრობასა და ტურისტულ ნაკადებში რეგიონის ეკონომიკაზე დამატებითი უარყოფითი გავლენა მოახდინა.

შედეგად – რეგიონში 2020 წლისთვის მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის შემცირება 4,7%-ის დონეზეა პროგნოზირებული, რაც ორი საპროცენტო პუნქტით დაბლაა, ვიდრე 2020 წლის აპრილის პროგნოზი.

  • სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ 2020 წელს 4%-ით შემცირდება. მოსალოდნელია, რომ ვაჭრობის გაუარესება, ტურიზმის შეჩერება და ფულადი გადარიცხვების შესუსტება 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ის 11%-მდე გაზრდის.

ასეთ პერსპექტივებზე აისახება გაურკვევლობის უჩვეულოდ მაღალი დონე პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და მისი გავლენა კომპანიების დახურვის პერიოდზე, სიტუაციის გაუარესების სავარაუდო რისკები (შესაძლო სოციალური მღელვარებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ჩათვლით) და ნავთობის ფასების რყევების პოტენციური განახლება.

სსფ-ის მიერ COVID-19-თან ბრძოლისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო მსოფლიოში პირველი მიიღებს

სოციალური დაცვის ზომები რეგიონში, რომლებიც ხარჯების ძირითადი მიზეზი გახდა და არ მიეკუთვნება ჯანდაცვის სფეროს, მოიცავდა ფულადი გადარიცხვებისა და ტრანსფერტების პროგრამებს ნატურალური ფორმით, რაც რეგიონის ორ მესამედზე მეტ ქვეყანაში გამოიყენეს, ასევე უმუშევრობის შემწეობებს, ანაზღაურებად შვებულებებსა და სხვ.

ასევე ფართოდ გამოიყენეს კომუნალური გადასახადების მომსახურების მხარდაჭერის, პირველადი მოხმარების საქონელზე გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებისა და სხვა ზომები (აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, საქართველო, ეგვიპტე, ირანი, მაროკო, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი) და საკრედიტო ხაზები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (ჯიბუტი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, უზბეკეთი).

თუმცა, სსფ-ის ანალიტიკოსების აზრით, ზრდის პროგნოზი კავკასიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში მხოლოდ 0,5 საპროცენტო პუნქტით შემცირდა, რაც ზოგიერთ ქვეყანაში უფრო აქტიური საპასუხო ზომებისა და ნავთობის მოპოვების ნაკლები შემცირების შედეგი გახდა.

  • საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ სახსრებს მიიღებს. ფონდმა მაისში საქართველოს გადაურიცხა 200 მლნ დოლარის ოდენობის ტრანში.
საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება

რეგიონის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ნავთობი გააქვთ ექსპორტზე, წელს ასევე მოსალოდნელია უფრო ღრმა ვარდნა (–1,1%), რაც ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე პროგნოზები ახლო აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის, ჩრდილოეთ აფრიკისა და პაკისტანისთვის. ეს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მხრიდან კრიზისთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული და მასშტაბური ზომებით აიხსნება, ასევე ნავთობის მოპოვების ნაკლები შემცირებით (OPEC+-ის შეთანხმების ფარგლებში) და ეკონომიკის დივესრიფიკაციის უფრო მაღალი ხარისხით.

მოსაზრება: არის თუ არა OPEC+-ის ახალი შეთანხმება ყველასთვის სარგებლიანი>>

სსფ-ში მიიჩნევენ, რომ გლობალური ფინანსური დაცვის სისტემის მეშვეობით მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი დახმარება ხელს შეუწყობს შოკების შედეგების შერბილებას დაფინანსების სფეროში. ფონდი აქტიურად უჭერს მხარს რეგიონს და 2020 წლის დასაწყისიდან უკვე დამტკიცებულია გადაწყვეტილება, რომ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს თითქმის 17 მლრდ დოლარით დაეხმარება.