ქართველები ოლიმპიადა 80-ზე: თორმეტი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

პროექტ „მოსკოვი-80: რეტრო-Tube“-ს ფარგლებში „Sputnik–საქართველო“ მოგითხრობთ, რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა მაშინ საერთო გამარჯვებაში.
Sputnik

1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადა პირველი ოლიმპიური თამაშები იყო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.

გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა

საერთო ჯამში საბჭოთა სპორტსმენებმა 195 მედალი მოიპოვეს. აქედან 80 — ოქროს, 69 – ვერცხლისა და 46 ბრინჯაოსი. შედარებისთვის: საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გასული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენთა ანგარიშზე სულ 126 ჯილდო მოდიოდა (47–37–42 — შესაბამისად), ხოლო ბულგარეთისა, რომელიც მაშინ მესამე პოზიციაზე გავიდა — მხოლოდ 41 (8–16-17 – შესაბამისად).

საბჭოთა კავშირის 514 სპორტსმენს შორის 16 საქართველოდან იყო. მათ სულ 12 მედალი დაიმსახურეს — სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.

ქართველები ოლიმპიადა 80-ზე: თორმეტი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

„ოქროს“ კვარცხლბეკზე ავიდნენ ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა), შოთა ხაბარელი (ძიუდო) და ვახტანგ ბლაგიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

ვერცხლის პრიზიორები გახდნენ: თენგიზ ხუბულური (ძიუდო), ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა, სამმაგი ხტომა), ვიქტორ ანპილოგოვი (ხელბურთი) და საიდა გუმბა (მძლეოსნობა, შუბის ტყორცნა).

ქართველები ოლიმპიადა 80-ზე: თორმეტი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ლიანა ცოტაძემ (წყალში ხტომა), ნიკოლოზ დერიუგინმა (კალაბურთი), ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ და რევაზ ჩელებაძემ (ფეხბურთი).

ოლიმპიადის დანარჩენი ოთხი მონაწილე საქართველოდან მედლების გარეშე დარჩა. ესენი იყვნენ: თენგიზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა, მე-9 ადგილი), დავით კვაჭაძე (კრივი), თამაზ ნამგალაური (ძიუდო) და ირინა გერასიმოვა (ცურვა).

ქართველები ოლიმპიადა 80-ზე: თორმეტი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

ოქროს პრიზიორმა ქეთევან ლოსაბერიძემ იმ ოლიმპიადაზე ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო. სპორტიდან ექვსი წლის წასული სპორტსმენის (სსრკ-ის ნაკრები 1973 წელს დატოვა ოჯახური გარემოებების გამო) დაბრუნება მართლაც საოცარი გამოდგა: ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 1978 და 1980 წლებში, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა 1981 წელს გუნდურ პირველობაში, ხოლო 1980 წელს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ქართველები ოლიმპიადა 80-ზე: თორმეტი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

შოთა ხაბარელი მოსკოვის ოლიმპიადაში მონაწილეობისას 21 წლის იყო. ბევრი საბჭოთა ძიუდოისტი მის სტილს „ანტიძიუდოდ“ აფასებდა, ვინაიდან სპოტსმენი თავის ტექნიკაში ქართული ჭიდაობის ელემენტებს იყენებდა. თუმცა სწორედ ასეთი სტილით დაამარცხა ხაბარელმა ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში კუბელი ხუან ფერარი, რომლისთვისაც ძიუდო–ჭიდაობა დაუძლეველ ამოცანად იქცა.

ვახტანგ ბლაგიძე მოსკოვის ოლიმპიადაზე ძირითადი ფავორიტი იყო 52 კგ-მდე წონაში. იმ დროისათვის ის უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონი (1978 წელს) და ორჯერ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული კონტინენტურ პირველობაში (1978, 1980). ამიტომ ოლიმპიადაზე ბლაგიძის გამარჯვება უნგრელ ლაიოშ რაცზე აბსოლუტურად კანონზომიერი იყო. ერთი წლის შემდეგ კი ის კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.