ყვითელი ამბები

გიგი უგულავა და ლელა კილაძე შერიგდნენ? – ვიდეო

უგულავა ციხეში იმყოფებოდა, როდესაც კილაძეს დაშორდა. მათი დაშორების შემდეგ ძალიან მალე კილაძე პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილს გაჰყვა ცოლად.
Sputnik

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეუღლეს ლელა კილაძეს წლების წინ დაშორდა. უგულავა ციხეში იმყოფებოდა, როდესაც კილაძეს დაშორდა. მათი დაშორების შემდეგ ძალიან მალე კილაძე პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილს გაჰყვა ცოლად. წყვილს გოგონა შეეძინა, თუმცა წელს ისინიც დაშორდნენ. მეტიც, კილაძემ რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდენის პირობების დარღვევის გამო უჩივლა.

ჭორები ლელა კილაძის და გიგი უგულავას ერთად ყოფნის შესახებ რამდენიმე დღეა გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ  უგულავამ და ლელა კილაძემ შვილის 10 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს.

შვილის დაბადების დღის ერთად აღნიშვნას სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა და ბევრი იუზერი ვარაუდობს, რომ წყვილი შერიგდა.