კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1049 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 903 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 16 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1049 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 903, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5534, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.