COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 28 ათასს აჭარბებს

დღეისათვის აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 28 242 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 19 939, გარდაიცვალა 376 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 449 ადამიანი, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 13 პაციენტი, რომელთა COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნებას გარკვეულ საათებში შეძლებენ

დღეისათვის აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 28 242 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 19 939, გარდაიცვალა 376 ადამიანი.

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობს 7 927 პაციენტი.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 641 732 ტესტი, აქედან 7 034 – გასულ დღე–ღამეში.