თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავი იყო ჩართული.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის ზღვაზე ორი არასრულწლოვანი რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მანამდე მაშველებმა ზღვიდან ერთი დაკარგული არასრულწლოვანი ასევე გარდაცვლილი ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავი იყო ჩართული.