საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი დაჭრეს – რა მოხდა ახმეტაში

ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური ახმეტაში დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური ნასვამ ადამიანებს შორის შელაპარაკების დროს ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

საქართველოს ოლიმპიური ისტორია>>

ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზურაბ ზვიადაური პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – მან 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.