სვანეთში 13 წლის მოზარდის ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთო

ბიჭი ორი დღის წინ სახლიდან ველოსიპედით გავიდა და დაიკარგა, მის კვალს მაშველები ჯერჯერობით ვერ აგნებენ.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. 13 წლის მოზარდის ძებნაში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან დაიკარგა, ვერტმფრენი ჩართეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახურმა ინფორმაცია არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ 19 ივლისს მიიღო. ერთი დღით ადრე იგი ველოსიპედით სასეირნოდ წავიდა და ამის შემდეგ ის არავის უნახავს.

ძიების რაიონში მეორე დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მაშველი მუშაობს, ტერიტორიის მონიტორინგი ვერტმფრენიდან მიმდინარეობს.

ბავშვის კვალს ჯერჯერობით ვერ აგნებენ.