ზაფხული ის დროა, როცა ყველამ შოკოლადისფერი რუჯი და პიკანტური ტანი უნდა გამოაჩინოს. თუმცა, ეს წესი სალომე ჭაჭუაზე მთელი წლის მანძილზე მოქმედებს. ამჯერად ის აუზზე საუკეთესო მეგობართან - "ბაზუსთან" ერთად გამოჩნდა. ამ უკანასკნელ პოსტზე სალომე ჭაჭუას ოთხფეხა მეგობარმა დიდი ყურადღება მიიპყრო. "ბაზუ" სალომესთან ერთად ქალაქგარეთ აუზზე გარუჯვას ცდილობს. Instagram-ის ცხელმა პოსტმა პოზიტიური გამოხმაურებები დაიმსახურა. ნახეთ როგორ ერთობა "ბაზუ" სალომესთან ერთად.
ცნობილი მოცეკვავის უსაყვარლესი ძაღლი მის მუცელსა და მკერდზე მოკალათდა და პატრონს გარუჯვის დროსაც კი იცავს. სალომე ჭაჭუას მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ 37 ათასამდე ნახვა სამ დღეში დააგროვა. როგორც ჩანს, "ბაზუს" და სალომეს დუეტი ქორეოგრაფის ხელმომწერებმა დიდი ხნის წინ შეიყვარეს.
სალომე ჭაჭუა სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი უჩვეულო ქორეოგრაფია ცეკვის მოყვარულების ყურადღებას იქცევს. მოცეკვავის სკოლაში უპრეცედენტო რაოდენობის მოსწავლეები დადიან. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად სალომეს მოსწავლეები ერთმანეთთან მეგობრობენ. აღსანიშნავია, რომ სალომეს ვიდეოებზე მისი მოსწავლეები სალომეს უცხოეთში ყოფნის დროს ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ და ახალ ილეთებს ასწავლიან. ამჟამად ონლაინ სწავლება გრძელდება, ვინაიდან სტუდიაში ხალხმრავლობა აკრძალულია. სალომე საკუთარი თავისა და მოსწავლეების ტონუსს არც ერთი დღით არ აგდებს – თავადაც და მისი მოსწავლეებიც მუდმივად ვარჯიშობენ.
აღსანიშნავია, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა. მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლად იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. სცენის მიღმა კლასიკურ სტილს, საღამოს კაბებსა თუ სპორტულ ტანისამოსს ერთნაირი წარმატებით ირგებს. მოცეკვავე დროებით დასავლეთ აზიას, კერძოდ, ლიბანს ესტუმრა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დროებითი სტუმრობაც არ არის. სალომე ჭაჭუა კარიერის გაგრძელებას ცხელ ქვეყანაში აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, იცეკვებს თუ არა ემოციური მოცეკვავე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში.