ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს შეუფერებელი საქციელის გამო ბოდიში მოუხადა

ქართველი სპორტსმენი უპირატესობას ბრძოლის პირველივე წუთებიდან ფლობდა, ხოლო რაუნდის ბოლოს მან მეტოქე თავში მუხლის დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდო.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ММА-ს ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ბოდიში მოუხადა რუსი სპორტსმენის ხადის იბრაგიმოვის გუნდსა და თავად იბრაგიმოვს, რომელიც მან აბუ-დაბიში UFC-ს ტურნირზე (Fight Island 2) დაამარცხა.

მას შემდეგ, რაც მსაჯმა იბრაგიმოვს ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალა, დოლიძემ, რომლისთვისაც ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იყო, ზედმეტი ემოციები გამოხატა თავისი გამარჯვების აღსანიშნავად.

„ცოტა ვერ გავერკვიე ამაში. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მეხმარება ოქტაგონზე. იქ სულ სხვა ადამიანი ვარ, ვიდრე ცხოვრებაში. მანამდე შეხვედრილები ვართ, ვეკონტაქტე. ახლა კი მოვიდა და თავხედურად მიყურებს. ვფიქრობ – რა მოხდა? ჩემთვის ეს უჩვეულო სიტუაციაა“, – ციტირებს დოლიძეს გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, 32 წლის დოლიძე უპირატესობას ბრძოლის პირველივე წუთებიდან დაეუფლა, ხოლო რაუნდის ბოლოს მან მეტოქე თავში მუხლის დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდო.

დოლიძისთვის ეს ბრძოლა UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში სადებიუტო გახდა. მანამდე შერეული ორთაბრძოლების ММА-ს ტურნირებზე მან წაუგებლად შვიდი გამარჯვება მოიპოვა.