მსოფლიო დღეს

მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ზე: ჯანმო ახალ პროგნოზს აქვეყნებს

ჯანმოში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის კლინიკურ გამოცდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ოცზე მეტი ვაქცინა გადის.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა უკვე 2021 წლის შუა თვეებში დაიწყოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენდირექტორის მოადგილემ სუმია სვამინატანმა ორშაბათს.  

გმო-ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ: ევროკავშირის საბჭომ გამონაკლისი დაუშვა

ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ამ დროისათვის ოცზე მეტი ვაქცინა–კანდიდატი გადის კლინიკურ გამოცდებს“ და არის იმედი, რომ მათგან რამდენიმე ეფექტური იქნება.

სვამინატანის თქმით, შედეგები უკვე მომავალი წლის დასაწყისში შეიძლება იყოს მიღებული.

ამასთან, მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები გარკვეული დროის შემდეგ ქრება, ვერ იქნება იმის მტკიცებულება, რომ შეძენილი იმუნიტეტიც სრულად ქრება.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ COVID-19-ის ვაქცინას პირველები ღარიბი ქვეყნები, ასევე სამედიცინო მუშაკები და რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები მიიღებენ.