თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მმართველ გუნდს კანდიდატები საქართველოს მასშტაბით 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება. სიის წარდგენა კოჯორში გაიმართა.
კანდიდატების სიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
საბურთალოს საარჩევნო ოლქი – დავით სერგეენკო
ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე
გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი
სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი
ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი
მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია
ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი
დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი
რაც შეეხება რეგიონებს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია:
მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი
რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე
მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – ზაურ დარგალი
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი
გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – გიორგი ხოჯევანიშვილი
ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ზაზა დუგლაძე
ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ანტონ ობოლაშვილი
ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – სამველ მანუკიანი
ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ზაზა ლომინაძე
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – ბეჟან წაქაძე
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – გივი ჭიჭინაძე
ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი
ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ხახუბია
აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მოწერელია
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ვასილ ჩიგოგიძე
ბათუმის საარჩევნო ოლქი – რესან კონცელიძე
ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ზაალ მიქელაძე
ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ქართული ოცნებისთვის“ მისი არსებობის განმავლობაში ეს მესამე არჩევნები იქნება და მას დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს.
მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია დღეს, 20 ივლისს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენით გაიხსნა.
დაგეგმილი არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული ოლქი, 22 ოლქი კი ათ რეგიონზე გადანაწილდა.