COVID-19 - ბოლო ცნობები

ნებაყოფლობითი უნდა იყოს: ტრამპი პირბადეების სავალდებულო ტარების წინააღმდეგია

ამერიკის ლიდერს მიაჩნია, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გაიკეთებს თუ არა პირბადეს კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით პირბადეების ტარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

„მიმაჩნია, რომ პირბადეები — ეს კარგია <...> მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ მას ყველა გაიკეთებს, ყველაფერი გაქრება“, — განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

ტრამპის აზრით, პირბადეების ტარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, გაიკეთებს თუ არა მას. 

​აშშ-ის პრეზიდენტს პირბადეების სავალდებულო ტარება კანონიერ მოთხოვნად არ მიაჩნია და ტელეარხის კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოსცეს განკარგულება აშშ-ში პირბადეების რეჟიმის შემოღების თაობაზე, განაცხადა:

  • „მსურს, რომ ადამიანებს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ. მე არ მჯერა ამის... პირბადეებიც ქმნის პრობლემებს“.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 507 491 კაცი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 606 173 და განკურნებულია 8 133 663 ადამიანი.