თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ორდღიანი ძებნის შედეგად ალაზანში მყვინთავებმა 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
კვირას ორი ახალგაზრდა მდინარეზე საცურაოდ წავიდა და დაიკარგა. ერთის ცხედარი მაშინვე იპოვეს, მეორეს ძებნა კი მეორე დღესაც გაგრძელდა. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ალაზანზე ოცამდე მაშველი და მყვინთავების ჯგუფი მონაწილეობდა.