რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში?

საქართველოს ციხეებში პატიმართა უმეტესობა მამაკაცია. საქართველოში სასჯელს 500-ზე მეტი უცხოელი იხდის
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველოს ციხეებში დაახლოებით 9,3 ათასი პატიმარია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული ბიუროს „საქსტატის“ ვებგვერდზე.

პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნები განახლდება  >>

2020 წლის მაისის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოში ციხეები 341 ქალია და დაახლოებით ცხრა ათასი კაცი.

პატიმართა უმეტესობა 26-დან 49 წლამდე ასაკისაა. ამავე დროს, ციხეებში იმყოფება მხოლოდ ორი არასრულწლოვანი გოგონა და 45 ვაჟი. დანარჩენი პატიმრები ასაკი 18 წელს აღემატება.

პატიმართა საერთო რიცხვიდან დაახლოებით 7.3 ათასი მსჯავრდებული და დაახლოებით 1,9 ათასი განაჩენს ელოდება.

მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი სასჯელს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებაში იხდის - მათ აქვთ საკნების დატოვების, მუშაობის და ეზოში გასვლის უფლება. კიდევ 1.7 ათასი დრო სასჯელს იხდის დახურულ დაწესებულებებში. მხოლოდ 176 პატიმარი იმყოფება განსაკუთრებული რისკის მქონე დაწესებულებებში - სადაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

უცხოელები საქართველოს ციხეებში

სულ ქართულ ციხეებში იმყოფება 569 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის 409 იხდის სასჯელს, 160 კი განაჩენის მოლოდინშია. მათში თურქეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.

მოქალაქეობაპატიმართა რაოდენობა
თურქეთი135
აზერბაიჯანი103
რუსეთი79
ირანი44
უკრაინა40
სომხეთი34