ნოკდაუნი მუხლით დარტყმის შედეგად - ქართველმა მებრძოლმა რუს მეტოქეს შანსი არ დაუტოვა

შერეული ორთაბრძოლების ММА-ს ტურნირებზე ქართველმა ნული წაგებით შვიდი გამარჯვება მოიპოვა, ახლა კი UFC-ში მისი წარმატებული დებიუტი შედგა
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ რუს სპორტსმენ ხადის იბრაგიმოვთან ბრძოლა პირველივე რაუნდში დაასრულა. UFC-ს ტურნირი Fight Night 172 აბუ-დაბიში იმართება.

32 წლის დოლიძე უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა. რაუნდის ბოლოს მან იბრაგიმოვი თავში მუხლის დარტყმით ნოკდაუნში გაგზავნა.

ბრძოლა ნახევრად მძიმე წონაში გაიმართა.

დოლიძისთვის ეს ბრძოლა UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში სადებიუტო გახდა. მანამდე შერეული ორთაბრძოლების ММА-ს ტურნირებზე მან ნული წაგებით შვიდი გამარჯვება მოიპოვა.

რომან დოლიძე ბათუმელია. დაიბადა ინჟინრის ოჯახში 1088 წელს. დაამთავრა ბათუმის სასულიერო სემინარია, მაგრამ შემდეგ თავისი ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიონალი მებრძოლი 2009 წლიდან გახდა. ბოლო წლებში ცხოვრობს და ვარჯიშობს ოდესაში.