ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში, 21 ივლისს

საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 38 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ. წვიმა მოსალოდნელი არ არის
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 21 ივლისს მზიან, უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 05:44 საათზე ამოვა და 20:29 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 27, დღისით მაქსიმალური კი პლუს 38 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.