COVID-19 - ბოლო ცნობები

შოთა არველაძე კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშაა

კორონავირუსი დაუდგინდა კლუბის ხუთ ფეხბურთელს, დანარჩენი ფეხბურთელების და მწვრთნელების ტესტების პასუხები ორშაბათს იქნება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საფეხბურთო კლუბი ტაშკენტის „პახტაკორი“, რომელსაც ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ავარჯიშებს, კორონავირუსზე შემოწმების შემდეგ სრული შემადგენლობით იზოლაციაში გადავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კიდევ ათი: ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

ტესტის შედეგი დადებითი ხუთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემოწმება ჩაუტარდათ „პახტაკორის“ დანარჩენ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა თანამშრომლებს. ტესტების შედეგები ორშაბათს, 20 ივლისს იქნება ცნობილი.

„პახტაკორს“ უზბეკეთის ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ტაშკენტელებს მომდევნო მატჩი 23 ივლისს, სტუმრად, „კოკანდ-1912“-თან ელით, თუმცა, შესაძლოა, კალენდარში ცვლილებები შევიდეს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის 22 ივლისს „აგმკ“-სა და ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მატჩის ჩატარებაც, რადგან 13 ივლისს „პახტაკორმა“ სწორედ „აგმკ“-სთან ითამაშა და არსებობს რისკი, რომ მატჩის დროს ალმალიკელი ფეხბურთელებიც დაინფიცირდნენ.

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

რაც შეეხება არველაძეს, გასული სეზონის ბოლოს ის უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. 46 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „პახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ქვეყნის თასის და ლიგის თასის მფლობელი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პახტაკორი“ პირველი კლუბია უზბეკეთში, რომელმაც ერთ სეზონზე სამი ჯილდო მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ „А3“-ში ლუი ვან გალას ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „კაისერისპორთან“, „კასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ - იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში.