ხაშურთან ავარიას ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა

77 წლის მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ტრასაზე გადარბოდა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ტრასაზე ტრაილერი ქვეითს დაეჯახა.

ინციდენტი ხაშურთან წუხელ ღამით მოხდა. 77 წლის მამაკაცი ტრასაზე გადარბოდა, რა დროს მას ტრაილერი დაეჯახა.

დაშავებული მამაკაცი „გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, დაზიანებების ხარისხი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.