ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, რომელშიც მაშველებთან ერთად მყვინთავები მონაწილეობდნენ, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
Sputnik

თბილისი 18 ივლისი – Sputnik. მაშველები და მყვინთავები მთელი დღე ეძებდნენ ახალგაზრდა მამაკაცს ქობულეთის სანაპიროზე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იუწყება პირველი არხი.

სახიფათო ბანაობა: მტკვარში დღეს ორი ადამიანი დაიხრჩო

ახალგაზრდა ზღვაში ორ მეგობართან ერთად შევიდა, მაგრამ ტალღების გამო მათ ნაპირზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვერ შეძლეს. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მაინც მოახერხა ნაპირზე გამოსვლა და დახმარების გამოძახება. მაშველებმა კიდევ ერთი ბიჭი ამოიყვანეს, მაგრამ მესამეს ვერ პოულობდნენ.

მოგვიანებით ძებნაში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი მყვინთავები ჩაერთვნენ. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი  მხოლოდ საღამოს იპოვეს.

გასულ ზაფხულს საქართველოს წყლებში 51 ადამიანი დაიხრჩო. ზაფხულის პერიოდში მაშველებმა გადაარჩინეს 316 ადამიანი. აქედან 240 ადამიანი იხრჩობოდა ზღვაში, 49 - ტბებში, 24 - მდინარეებში.