ქობულეთში ზღვაში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

სანაპიროსთან შეკრებილების განცხადებით, ახალგაზრდა წყალში კინტრიშის შესართავთან მეგობრებთან ერთად შევიდა
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ქობულეთში, ზღვაში მაშველები ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა. შემთხვევა მდინარე კინტრიშის შესართავთან მოხდა.

სანაპიროსთან შეკრებილების განცხადებით, ახალგაზრდა წყალში მეგობრებთან ერთად შევიდა.