შაქარაშვილის საქმე: რას აპირებენ დაკავებული მორაგბეების ადვოკატები
© Sputnik
„ბატონი გური ამირხანაშვილის. ბატონი ახვლედიანის, ბატონი ქათამაძის, ბატონი, ე.წ. კოკოს და ბატონი ე.წ. ფოტოგრაფის დაბარებას ვაპირებთ ჩვენ ადვოკატები. იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს განაცხადებენ გამოკითხვაზე, ჩვენ მივმართავთ მაგისტრ მოსამართლეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები. მაგალითად ვინ სად და როდის გადაადგილდა, თუ ვინ გამოიყვანა მაგალითად ბატონი ამირხანაშვილი, ახვლედიანმა უნდა დააზუსტოს 40 წუთი იყო იქ თუ დილის 4 საათამდე, ფოტოგრაფმა უნდა დააზუსტოს რამდენი პირი დაინახა ადგილზე, ურტყამდნენ თუ არა ვინმეს“- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.