გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა

ოპერაციის დასრულების შემდეგ ბავშვი თბილისში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბიჭი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე დღეს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ბავშვს ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ბავშვი თბილისში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.