არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

როგორ დავიპყროთ ოცნების მამაკაცის გული არომატების მეშვეობით, ზოდიაქოს რომელ ნიშანს რომელი სურნელი შეეფერება, რომელი აძლიერებს მასში ვნებებს, მიმზიდველობას – ყოველივე ამის შესახებ შეიტყვეთ ჩვენს ჰოროსკოპში
Sputnik

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი განსაკუთრებული სურნელი აქვს, რომელიც თითქმის ისე მოქმედებს, როგორც აფროდიზიაკი – ბორკილებიდან ათავისუფლებს გრძნობებს და მიმზიდველს ხდის მამაკაცისთვის

თქვენი ნიშნის შესატყვის არომატს თუ შესაბამისი ფერის სამოსსაც დაურთავთ, წარმატება გარანტირებულია.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

ვერძებს სიყვარულში ჰარმონიის მოპოვებაში ორქიდეისა და შროშანის სურნელი დაეხმარება, ხოლო სექსუალურ მიმზიდველობას მუხისა და ერიკას ყვავილის არომატის მქონე სუნამო გახსნის. ვერძებს ცეცხლის სტიქია მფარველობს, ამიტომ მათთვის საუკეთესო ფერი წითელია. ის მგზნებარებას მატებს, მაგრამ თუ ემოციების ცოტაოდენ დამშვიდებაა საჭირო, მაშინ ვარდისფრისა და მარჯნისფრის ჩართვაც შეიძლება.

კურო

კუროსთვის აფროდიზიაკი „მსუყე“ კენკროვანი არომატებია. ჟასმინი, ია და ანემონები (ფრინტა) აღვიძებენ გრძნობებს და კუროებს ბუნებრივი პრაქტიკულობის დავიწყებას აიძულებენ. „ფეთქებადი“ ხასიათის მოთოკვისა და სინაზის შემატებისთვის პასტელის ფერები შეარჩიეთ – მკრთალი ვარდისფერი, მწვანე ან ყვითელი.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტყუპი

მიმზიდველობის გაძლიერებაში ტყუპებს ვერბენა (ცოცხანა) დაეხმარება, ხოლო ლავანდის სურნელი მათ იდუმალებით მოცულსა და სასურველს გახდის. ნიშნის კარგი მოკავშირეა ხეთა არომატებიც. მაგალითად, იფანი მომაბეზრებელი თაყვანისმცელისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, ხოლო დაფნა ჭორებისგან დაგიცავთ. თქვენი ფერია ყვითელი მთელი თავისი სპექტრით.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაპყრობად კირჩხიბებმა ვერცხლისფერი ან მარგალიტისფერი უნდა ატაროთ. წითელი მიხაკი მგრძნობელობას გაუსვამს ხაზს, ფუქსია ქალურობას შეგმატებთ, ხოლო მუშკის ნესვის არომატი სიმსუბუქესა და მაცდურობის ხიბლს მოგანიჭებთ. წიწვოვანი ხეები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, ხოლო ვაშლის ფერი – „ობიექტის“ მოჯადოებაში.

როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა

ლომი

ლომი იმისთვის იბადება, რომ მამაკაცი მუხლებზე დააჩოქოს. ამაში კი მას ოქრო და მისი ელფერი ეხმარება. ურთიერთობების გამტკიცებაში ლომ ქალს ყვითელი ფერის ყვავილები დაეხმარება – მიხაკი, ზაფრანა, გლადიოლუსი. ვარდები „თანაშემწეა“ მამაკაცის გულის დაპყრობასა და ძალაუფლების დაუსჯელად გამოყენებაში.

ქალწული

ქალწულების მომაჯადოებელ ეფექტს პიკანტური არომატები გააძლიერებს. ჟენშენი დაიცავს ღალატისგან და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობაში დაეხმარება, კოჭა (ჯანჯაფილი) მათი თილისმა გახდება ბავშვის გაჩენის შემდეგ. რაც შეეხება ფერთა გამას, ქალწულების გარდა არავის ეხერხება ნაცრისფრის, ბეჟისა და ყავისფრის ეფექტურად ტარება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

სასწორი

სასწორებს მომჟავო კენკრის (ალუბალი, ძახველი) არომატი დაეხმარება, რომ ფარული მოტივები საიდუმლოდ შეინახოს, ხოლო ზეთისხილის რტო მას შთაგონებას შემატებს, ნეკერჩხლის ფოთლების თაიგული კი – საპასუხო სიყვარულს მოუტანს. პირადი ბედნიერების ფერებია ცისფერი, მეწამულისფერი და ზურმუხტისფერი.

მორიელი

ყველაზე მაცდური ნიშანია, რომლის შინაგან ვნებას მარსალის ფერი უსვამს ხაზს. შემწვარი წაბლის სურნელი სექსუალურ ნიადაგზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარება, გააუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, ამარანტი და კაქტუსი ურთიერთობებს უფრო მშვიდსა და გაწონასწორებულს გახდის.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მშვილდოსანი

სიყვარულში წარმატებას ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს იისფერი მოუტანს; ასევე კარგი ეფექტი აქვს ლავანდისა და ქლიავის ფერს – ისინი მშვილდოსნებს უფრო ერთგულსა და გულუხვს ხდის. ანისულა ფინანსების განაწილებასა და ფულის გამო ჩხუბის თავიდან აცილებაში დაეხმარება, ხოლო გამხმარი პიონი (განსაკუთრებით კარგია, თუ მას ქვედა საცვლების უჯრაში მოათავსებთ) გრძნობებით ტკბობის უმაღლეს მწვერვალებს დააპყრობინებს მათ.

თხის რქა

თხის რქების საუკეთესო სასიყვარულო თილისმა შავი ყაყაჩოა. ზოგადად, მუქი ფერის ყვავილების გამა კარგად გამოხატავს ამ ნიშნის წარმომადგენლების ემოციებს და იცავს მათ. ტეგანი (რუთა) თხის რქებს სასიყვარულო ფრონტზე სტრესებისა და მკვეთრი ცვლილებებისგან იცავს და ფანტაზიების ხორცშესხმაში ეხმარება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან

მერწყული

ნერწყულის საუკეთესო სასიყვერულო ფერებია ლურჯისა და მწვანის ტონები. ზღვის ტალღის ფერი მათ აახალგაზრდავებს და უფრო მიმზიდველს ხდის. სუნამო ხავსის, ტყის იისა და კვიპაროსის არომატით მათ იღბლიანობას შემატებს და ინდივიდუალობის გამოხატვაში დაეხმარება.

თევზები

თევზების სიყვარულში იღბალს შროშანისფერი, ბაცი იისფერი და მარგალიტისფერი მოუტანს. ზღვის არომატები ამ ნიშნის მომხიბვლელობას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს. „პუდრის არომატები“ თევზებს სძენს მეტ დახვეწილობას, სინატიფეს, იცავს გათვალვისგან.