არჩევნები 2020: რამდენმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და ვის ეთქვა უარი

სულ განაცხადი შეტანილი აქვს 68 პარტიას, რეგისტრაციაში გატარდა 20 პარტია, დარღვევების გამო 2 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაარეგისტრირა კიდევ ექვსი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო

ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა: „სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.

რეგისტრაციაში უარი ეთქვა ქვეყანაში არსებულ უძველეს  - „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან პოლიტიკური გაერთიანების განცხადება ცესკოში ვადაგადაცილებით იქნა შეტანილი.

არასაპარლამენტო პარტიების განცხადებებს კომისია 15 ივლისამდე იღებდა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. დღეისათვის  რეგისტრაციაში გატარდა 20 პარტია, დარღვევების გამო 2 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მომხრის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

პარტიები, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია გაიარეს (17 ივლისის საღამოს მონაცემებით):

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
  • „სოციალური სამართლიანობისთვის“
  • „საქართველო“
  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  •  „ევროპელი დემოკრატები“
  • „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
  • „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“
  • „ლელო საქართველოსთვის“
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“
  • „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“
  • „სახელმწიფო ხალხისთვის“
  • „თავისუფალი დემოკრატები“
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • „თავისუფალი საქართველო“
  • „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
  • რეგისტრაციაზე უარი ეთქვა:

    • „სამშობლო“
    • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.