COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 14 მილიონს აჭარბებს

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან უკვე 600 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18 ივლისის დილის მონაცემებით 14 მილიონს აჭარბებს, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც აჯამებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე მედიისა და სხვა ღია წყაროების მონაცემებს,

უნივერსიტეტის მონაცემებით, თბილისის დროით 10:45 საათზე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ  14 107 052-ს მიაღწია.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, გარდაიცვალა 602 657 ადამიანი. პანდემიის პერიოდში გამოჯანმრთელდა თითქმის რვა მილიონი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.