COVID-19 - ბოლო ცნობები

მამაკაცების სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი: რა ხდება სომხეთში?

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა იმ პაციენტებზე, რომლებიც გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალნენ.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის გართულებებისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გარდაცვლილი 13 ადამიანიდან 11 მამაკაცია. გარდაცვლილი მამაკაცები არიან 56, 53, 51, 64, 76, 84, 79, 68, 49, 62, 83 წლის, ორი ქალი კი 70 და 73 წლის. ყველას თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს

სულ სომხეთში პირველი გამოვლენიდან დღემდე კორონავირუსისგან 620 ადამიანი გარდაიცვალა.

ამას გარდა, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის მიზეზი სხვა იყო. ასეთი შემთხვევა სომხეთში სულ 197-ია.

17 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული 34 001 შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 22 492 ადამიანი, მკურნალობის კურსს გადის 10 692 პაციენტი.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები. სავალდებულოა პირბადის ტარება.