ყვითელი ამბები

„ჩემი ოცნება ახდა“ – ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად საოცარ ადგილზე ისვენებს – ფოტოები

ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად საოცარ ადგილზე ისვენებს. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი სოციალურ ქსელში.
Sputnik

თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად, ხელმომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს.

შარშანდელი წლისგან განსხვავებით, ანუკი არეშიძემ წელს დაბადების დღე ახლო მეგობრებთან ერთად შედარებით მოკრძალებულად აღნიშნა ფეშენებელურ აგარაკზე, რაც, ბუნებრივია, განხილვის გარეშე არ დარჩენილა.

ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, თბილისის მერი დროს ოჯახთან ერთად ამჯერად ქალაქგარეთ ატარებს. ანუკის პოსტიდან ირკვევა, რომ ოჯახი რაჭაში ისვენებს. „ჩემი ოცნება ახდა” – ასეთი წარწერით განათავსა რაჭში გადაღებული ვიდეოები დიზაინერმა „ინსტაგრამზე”. როგორც ჩანს, ამ ულამაზეს მხარეში დასვენება ანუკის დიდი სურვილი იყო.

ოჯახი დაახლოებით ორი კვირაა, რაც რაჭაში ისვენებს. თავდაპირველად მათთან ერთად თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მერი სამსახურის გამო ვერ ახერხებს ქალაქგარეთ დარჩენას, ამიტომ ის ოჯახს მხოლოდ უქმეებზე უერთდება.

შარშანდელი ზაფხული კალაძეების ოჯახმა ჯერ ანანურში, შემდეგ იტალიაში გაატარა. როგორც ჩანს, წლევანდელი ზაფხული მათთვის განსხვავებულია. ცნობილია, რომ სწორედ მთაში ცხოვრებაზე ოცნებობს დიზაინერი და იმედი აქვს, რომ ოდესმე ექნება მთაში სახლი, სადაც დილით ძროხის ზარის ხმა გააღვიძებს, ექნება ვენახი და ეყოლება ცხენები.