სვანეთში მაშველებმა მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ავტომობილი, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა, მდინარეში 12 ივლისს გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოყვანა შეძლეს, თუმცა, მასში მძღოლი არ იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მაშველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, მდინარე მულხურაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუციების მართვის სამსახური იუწყება, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები სვანეთში ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროცესში ჩართული იყო 40-მდე მაშველი, გამოყენებული იქნა ექოლოტი.

ავტომობილი, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა, მდინარეში 12 ივლისს გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოყვანა შეძლეს, თუმცა მასში მძღოლი არ იმყოფებოდა.

ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.