წვიმა, წყალდიდობა, შტორმი: როდის გამოიდარებს საქართველოში

ზღვის სეზონი და ნანატრი შვებულება კარს მოგვადგა, ამიტომ ყველას ჩვეულებრივზე მეტად აინტერესებს მეტეოროლოგების პროგნოზი.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი 18 ივლისამდე შენარჩუნდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი, ასევე სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში, 18 ივლისს

„16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3-ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უხვი ნალექის გამო მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრული პროცესების განვითარება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.