ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია დაინიშნა? – მომღერლის ახალმა ფოტომ საზოგადოება საგონებელში ჩააგდო

ქეთა თოფურიამ მრავალთვიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა მისი რჩეული ქართველი მეგობრებისთვისაც გაეცნო. მომღერალი, სავარაუდოდ, დაინიშნა.
Sputnik

მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას ნიშნობის ბეჭედი უკეთია. სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მომღერალი დაინიშნა, ან, სავარაუდოდ, უკვე გათხოვდა კიდეც და ჯერ ამაზე საჯაროდ არ საუბრობს.

ქეთა თოფურია ბელორუს ბიზნესმენზეა შეყვარებული. თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ცოტა ხნის წინ ქეთამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან რჩეული ქართველ მეგობრებს გააცნო.

ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო. რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

ქეთა და ლევი ერთად ცხოვრობენ. კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ქეთა შვილთან და შეყვარებულთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს. გადატვირთული და ურთულესი გრაფიკის გამო მისი ქალიშვილი ოლივია უფრო ბებიასთან იზრდებოდა. ახლა ქეთას დედა ისვენებს, ნაყოფიერი გასტროლები კი ოჯახურმა ვითარებამ ჩაანაცვლა, რის შესახებაც ფოტოებს მომღერალი საკუთარ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.