გახარია: ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა, ტურიზმში აქტივობები გაზრდილია
© Sputnik
„დღეს აშკარაა, რომ ამ სტაბილიზაციისთვის მთავრობა, სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი. ასევე ფინანსურ სექტორში მაჩვენებლებიც არის საკმაოდ პოზიტიური საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური სწრაფი აღდგენის და ეფექტური აღდგენის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტიანი მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა, რათა ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე იყოს ლაპარაკი.