ყვითელი ამბები

„რა ლამაზია ეს ბავშვი...“ – ანუკი ქორქიას ულამაზესი შვილები ჰყავს – ფოტოები

მოდელი დები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან. ცნობილ ტელესახეს ანუკი ქორქიას ულამაზესი შვილები ჰყავს, მისი ერთი წლის ქალიშვილი ლიკა ჩიქოვანი სულაც დახატულს ჰგავს.
Sputnik

ანუკი ქორქიამ მეორე შვილი 2019 წელს გააჩინა. პატარა გოგონას ანუკის შეუდარებელი დის ლიკა ქორქიას სახელი დაარქვეს. მოდელის უფროს შვილს, პატარა ბიჭუნას ზამთარში 6 წელი შეუსრულდა. ის დედას ძალიან ჰგავს. ანუკის მეუღლე ბიზნესმენი კახა ჩიქოვანია.

წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. კახა და ანუკი 2012 წელს დაქორწინდნენ. ანუკი ქორქიას მეუღლე ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და. მას მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. კახა ჩი­ქო­ვა­ნი წამ­ყვან არ­ტის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და მისი მოწ­ვე­ვით ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რო­ბენ.

ანუკი ქორქია, ისევე, როგორც ბევრი ქართველი სელებრითი, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მას ბევრი „ფოლოვერი“ ჰყავს Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ქმარ-შვილთან ერთად გატარებულ დროს აღწერს. ამჯერად დიდი ყურადღება არა ანუკიმ და მისმა ქმარმა, არამედ მათმა შვილმა მიიქცია. ერთი წლის ლიკუნა ჩიქოვანი უფრო და უფრო აღაფრთოვანებს საკუთარი სილამაზით სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

წყვილი ერთად ხშირად მოგზაურობს. დეკემბრის თვე ულამაზესმა ოჯახმა დუბაიში გაატარა, სადაც საახალწლო განწყობა შეიქმნეს. საამიროებში ცოტა ხნის წინ ისევ დაბრუნდნენ, აქ გიორგის 6 წლის იუბილე აღნიშნეს.