ყვითელი ამბები

„დედა იყო ჩემი, ბებია არა...“ – მარიამ გეგუჩაძის ემოციური პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანის დედაზე

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ბებიასთან დაკავშირებით ემოციურ ტექსტს წერს.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბე­ბი­ის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

მარიამის თქმით, 12-13 წელი დარეჯან დაუშვილთან ერთად ცხოვრობდა და მისთვის უფრო დედა იყო, ვიდრე ბებია. ბებია მე­გობ­რობ­და მის მე­გობ­რებ­თან, იცო­და ყველა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი. პირ­ვე­ლი იგებ­და ყვე­ლა­ფერს გოგონას ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

„12 წლამ­დე მა­მე­ცა­დი­ნებ­და, და­დი­ო­და ყველ­გან, სა­დაც მე. ცეკ­ვა იქ­ნე­ბო­და ეს, თუ ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მას ვუყ­ვარ­დი. არა­ვინ უყ­ვარ­და ჩემ­ზე მე­ტად და ისე არა­ვის ეს­მო­და ჩემი. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი ადა­მი­ა­ნი აღარ მყავს.
ეს სტა­ტუ­სი იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ პა­ნაშ­ვი­დის დრო­ე­ბი უნდა და­მე­წე­რა. ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბე­ბი­ა­ჩემ­ზე რამე დავ­წე­რო მშრა­ლად. ყვე­ლას რომ არ მო­ვუყ­ვე, რო­გო­რი სა­ო­ცა­რი იყო“, – წერს მა­რი­ა­მი.

და­რე­ჯან და­უშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ახ­ლობ­ლებ­სა და უც­ნო­ბებს მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლოც­ვას სთხოვ­და.