თბილისში ახალი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო

კომპლექსი, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში დაიწყო, 10 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურება, აქ გასართობს ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში დაიწყო ახალი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, იუწყება დედაქალაქის მერია

„ვიწყებთ კულტურის სფეროს დახმარებას“ – თბილისში კულტურული პროგრამების დაფინანსება იზრდება >>

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე და ვიცემერი ანდრია ბასილია გაეცნენ.

ახალი მულტიფუნქციური ცენტრი 9000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება და 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

ცენტრში იქნება დარბაზები ტანვარჯიშისთვის, ფეხბურთისთვის, კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, სპორტული ორთაბრძოლისთვის, სადაც იმუშავებს ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს, კრივის სექციები; დარბაზი ტრენაჟორებითა და ფიტნესის ცენტრით, ორი აუზი და კაფე.

„დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

დიდი დიღმის ცენტრი მოიცავს სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს. 

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილშიც დაიწყო.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.