საშინელი წყალდიდობა იაპონიაში: მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა – ფოტო

Sputnik

იაპონიაში წყალდიდობასა და მეწყერებს 76 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეარხი NHK უბედურების ადგილიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.

სტიქიამ 15 ათასზე მეტი სახლი გაანადგურა. უკვე მეორე კვირაა ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმები გრძელდება და, როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ამ კვირის ბოლომდე არც შეწყდება.

სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფხიზლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ სულ მცირე რყევასაც კი შეუძლია წყლით გაჟღენთილი მიწა მოწყვიტოს და მეწყერი გამოიწვიოს.

1 / 17
მდინარე კუმაგავა ნაპირებიდან გადმოვიდა და კუმამოტოს პრეექტურაში დასახლებული პუნქტები დააზარალა
2 / 17
იაპონიის თავდაცვის ძალები ადგილობრივ მოსახლეობას გადარჩენაში ეხმარება
3 / 17
დატბორილი ქალაქი ჰიტოიოსი კუმამოტოს პრეფექტურაში
4 / 17
გადაუღებელმა წვიმებმა ქალაქ კუმამურაში გზებიც დააზიანა
5 / 17
წყალდიდობამ და მეწყერებმა 15 ათასი სახლი დაანგრია
6 / 17
კუმამოტოს, ოიტასა და კაგოსიმას პრეფექტურებში ექვსი ათასზე მეტი ოჯახია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე
7 / 17
იაპონიის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში უკვე ორი კვირაა, გადაუღებლად წვიმს

8 / 17
წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე პოლიცისა და თავდაცვის ძალების ნაწილები მუშაობენ
9 / 17
ამ დროისათვის 13 ადამიანი უგზო–უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
10 / 17
ნაპირებიდან გადმოსულმა კუმაგავამ, რომელიც იაპონიის ყველაზე სწრაფ მდინარედ მიიჩნევა, ქალაქ კუმამურაში დამანგრეველი შედეგები დატოვა
11 / 17
ადგილზე სამაშველო–სამძებრო სამუშაოები არაერთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წყალდიდობის პირობებში ცოცხლად დარჩენილთა პოვნის შანსი მხოლოდ პირველ 72 საათს შეადგენს
12 / 17
სტიქიური უბედურების შედეგები ქალაქ კუმამურაში
13 / 17
ყველაზე მეტი ადამიანი — 50 კაცი, კუმამოტოს პრეფექტურაში დაიღუპა
14 / 17
წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში შეჩერებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა
15 / 17
საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ ტერიტორიებს მოსახლეობა საკუთარი ხელით ასუფთავებს
16 / 17
კუმაგავას გარდა, ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ტიკუგოც, რომელიც ასევე უქმნის საფრთხეს დასახლებულ პუნქტებს
17 / 17
სინოპტიკოსების თქმით, წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება