„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 14 ივლისს

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ბესარიონ ჟღენტის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, თინათინის, დავარის, ფატმანის და რამაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის მოედნის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, ციმაკურიძის, ხეთაგუროვის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანთიმოზ ივერიელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის, ლაღიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამრეკლოს, რაზიკაშვილის, ახალუბნის, საინგილოს, ოძისის, გუმბრის, ფშავის, შაქრიანის და ხივინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.