ცნობილი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც საზოგადოებამ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრობიდან კიდევ უფრო ახლოს გაიცნო, საბერძნეთის ზღვის სანაპიროდან ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს. მომღერლის თაყვანისმცემლები მისი გარეგნობით მოხიბლულები არიან და უამრავ კომპლიმენტს უწერენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თამთამ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა და წყვილი უკვე წლებია ერთად ცხოვრობს. გოდუაძის უსიმპათიურესი პარტნიორი კასიდოკოსტას-ლაცისია. ის 38 წლისაა და მულტიმილიონერი ბიზნესმენის შვილიშვილია. მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. 2005 წლის მაისში ამერიკული ტაბლოიდები პერის ჰილტონის დაოჯახების შესახებ წერდნენ. მისი რჩეული სწორედ ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი ლაცისი აღმოჩნდა. თუმცა ისინი ერთმანეთს იმავე წლის სექტემბერში დაშორდნენ.
მომღერლის ცხოვრებისეული ისტორია დრამატულად ვითარდებოდა. თამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.