„სვანეთში სატვირთო მანქანით „ზადნით“ ავედი, რადგან...“– რა შეემთხვა ემზარ კვიციანს – ვიდეო

პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის პირველი სამსახური ავტობუსის მძღოლობა ყოფილა. კვიციანის თქმით, სოხუმში ავტობუსის მძღოლი იყო და გაჭირვებულებს და სვანებს ფულს არასოდეს ართმევდა, რის გამოც გეგმას ვერ ასრულებდა.
Sputnik

როგორც „ფარულ კონვერტში“ კვიციანმა გაიხსენა, მძღოლად დაახლოებით 4 თვე იმუშავა, შემდეგ კი მისი ძმის ნაყიდი სატვირთო ავტომობილის „ურალის“ მძღოლი გახდა და გეოლოგებთან მუშაობდა მესტიაში.

კვიციანის თქმით, ამ სატვირთო ავტომობილით უკუსვლით თეთნულდის გზაზეა ასული, დაახლოებით ექვსი კილომეტრი იარა სოფელ უღვირიდან. წამყვანის კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე, კვიციანმა განმარტა, რომ გზა ტრაქტორით ახალი გაყვანილი იყო და რადგან მოსატრიალებელი ვერსად ნახა, იძულებული გახდა „ზადნით“ ასულიყო დანიშნულების ადგილამდე.